ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ტობავარჩხილის ტერიტორიაზე, მამაკაცი ტურისტების კარავში შეღწევას ცდილობდა, რა დროსაც ის დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ბრალს აღიარებს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-150 მუხლით დაიწყო, რაც იძულების მცდელობას გულისხმობს.