სტიქია სამეგრელოში – ძლიერმა წვიმამ საცხოვრებელი სახლები დატბორა [ფოტოკოლაჟი]

სამეგრელოშ დილიდან უხვი ნალექია. ძლიერმა წვიმამ და წმისი შედეგად ადიდებულმა ღელეებმა მარტვილში, სენაკში, ჩხოროწყუში, ხობსა და ზუგდიდში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები, ასევე თხილის ბაღები და სიმინდის პლანტაციები დატბორა.

ხუთივე მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ მათი თანამშრომლები მაქსიმალურად ცდილობენ მოსახლეობის დახმარებას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით კი, დატბორვის ლოკაციებში უკვე დაიწყო წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.

ამასთან, ძლიერი წვიმის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება სტიქიის ზონაში მოხვედრილის სოფლების ნაწილს. კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიაში” განმარტავენ, რომ ელექტროენერგიის მასიური გათიშვა არ მომხდარა, თუმცა ელექტროგადამცემი ბოძების და ელექტროსადენების დაზიანების გამო ენერგომომარაგება შეზღუდული აქვს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს, ქალაქ სენაკის მცირე ნაწილს და მუნიციპალიტეტის ერთ სოფელს, ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ სოფელს და აბაშიც მუნიციპალიტეტის მცირე ნაწილს.

“ჩვენი ბრიგადები ყველა მიმართულებით უკვე გავიდნენ და აღდგენითი სამუშაოები ყველა ლოკაციაზე მიმდინარეობს. მაქსიმალურად შევეცდებით, ყველა აბონენტს ელექტრომომარაგება დროულად აღვუდგინოთ”, – აცხადებენ კომპანიაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი