“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”: “მოწერელია გუბერნატორობის პარალელურად კანონმდებლობასთან შეუსაბამო თანამდებობას იკავებს”

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აქვეყნებს ინფორმაციას ახალი გუბერნატორების ქოენბრივ მდგომარეობასთან აკავშირებით, სადაც საუბარია სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალ გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიაზეც. ორგანიზაციის ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ ის ფლობს სხვადასხვა ოდენობის წილებს რამდენიმე კომპანიაში, ის დღემდე ასევე არის ერთ-ერთი შპს-ს დირექტორიც, რაც კანონმდებლობასთან შეუსაბამოა.

“ალექსანდრე მოწერელია გუბერნატორად დანიშნვამდე “თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მოწერელია ფრლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: შპს “ქაპ ჯორჯია” – 49% წილის მფლობელი და დირექტორი; შპს “ფიმა ჯორჯია” – 50% წილის მფლობელი; შპს “აერკომპანი” – 16.34% წილის მფლობელი.

ალექსანდრე მოწერელია ასევე ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ათზე მეტ მიწის ნაკვეთს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილისწყაროში (საერთო ფართობი 65 000 კვ. მეტრამდე). კანონმდებლობის თანახმად, ალექსანდრე მოწერელია შპს “ქაპ ჯორჯიას” დირექტორის პოზიციიდან უნდა გადადგეს, კომპანიებში კუთვნილი წილები კი მინდობით სხვა პირებს უნდა გადასცეს”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს ახლადდანიშNულ გუბერნატორს, ათი დღის ვადაში დატოვოს სამეწარმეო სუბიექტში ხელმძღვანელი პოზიცია, ხოლო კომპანიებში კუთვნილი წილები მინდობით სხვა პირებს გადასცეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი