29 აგვისტოს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

29 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი. 10:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით  4057 აბონენტს სოფლებში ოდიში, ცაიში, ყულიშკარი, ნარაზენი, ჭაქვინჯი  და მიმდებარე სოფლებში.   ქ.ზუგდიდში წერეთლის IV შესახვევი, აღმაშენებლის,  ჩიტაძის II შესახვევი,  წერეთლის ქუჩებზე.

ხობი. 11:00-18:00 საათამდე 1644 აბონენტს სოფლებში ხიბულა, ძველი ხიბულა, საჯიჯაო და მიმდებარე სოფლებში.

მარტვილი. 10:30-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1404 აბონენტს სოფლებში ინჩხური, გაჭედილი , ლეხაინდრაო და მიმდებარე სოფლებში.

აბაშა. 11:00-15:00 საათამდე  43 აბონენტს სოფელ ტყვირში.

ფოთი. 11:00-18:00 საათამდე 125 აბონენტს იმერეთის, 8 მარტის, კოსტავას ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი