ზუგდიდის მერი ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხა. სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმიამობას, რომლის შესწავლაც, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, უწყების ანტიკორუფციულმა სააგენტომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 16 აგვისტოს დაიწყო.
სხვა დეტალებზე სუს-ში არ საუბრობენ. კონკრეტულად რას ეხებოდა უწყების კითხვები ასევე უცნობია მერის მხრიდან, რადგან მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის მივლინებაში იმყოფება.