ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას შემდეგ ვიცე მერი გია გულორდავაც გადადგა. თავად გულორდავა მობილური ტელეფონის ზარებს არ პასუხობს, თუმცა ინფორმაცია გულორდავას მიერ გადადგომის შესახებ განცხადების დაწერის თაობაზე მერიის პრესსამსახურმა დაადასტურა.
რაც შეეხება გოგიას და გულორდავას გადაწყვეტილებების მიზეზს, ამ ტემაზე სხვადასხვა დაუდასტურებელი ინფორმაციები ვრცელდება, მათ შორის საუბარია ფარულ ჩანაწერებზეც, თუმცა რას ეხება ეს ჩანაწერები, უცნობია.