ნატო ჩხეიძის გასვლის შემთხვევაში „პატრიოთა ალიანსს“ ფრაქცია დაეშლება

ნატო ჩხეიძის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსიდან“ გასვლის შემთხვევაში საპარლამენტო ფრაქცია დაიშალება. რეგლამენტის მიხედვით ფრაქციაში მინიმუმ 6 დეპუტატი უნდა იყოს. პარლამენტში “საქართველოს პატრიოტებს” 6 დეპუტატი ჰყავთ, ნატო ჩეიძის მიერ პარტიისა და ფრაქციის დატოვების შემდეგ კი ისინი ხუთნი დარჩებიან.

 

„ფრაქციის დატოვებას ვაპირებ, ამას გავაჟღერებ სესიაზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტში აუცილებლად მოინახება ერთი დეპუტატი მაინც, რომ ფრაქცია არ დაიშალოს და გააგრძელონ ჩვეული მოღვაწეობა, თუ მუშაობა საქართველოს პარლამენტში და მე ალბათ დავრჩები დამოუკიდებელი დეპუტატი,“ – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ჩხეიძის ეს განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა ირმა ინაშვილისთვის: “გაოცებული ვარ იმ ინფორმაციით, რასაც ვისმენ. არავითარი დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა. თუ ქალბატონი ნატო დატოვებს პარტიას და ფრაქციას, ბუნებრივია, ფრაქცია დაგვეშლება. მე მასთან შეხვედრა მსურს”, – განაცხადა ინაშვილმა.

მიზეზი თუ რატომ ტოვებს ფრაქციას პარლამენტის წევრი და ტელეკომპანია ”იბერიას” დამფუძნებელი, ნატო ჩხეიძე უცნობია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი