აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა.

აფხაზური მედიის ცნობით, ე.წ. მთავრობის წევრებს მათი ახალი მეთაური ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დღეს წარუდგინა.

“ვითარება, რომელიც გენადი გაგულიას გარდაცვალებამ გამოიწვია, ძალიან მტკივნეულია. ამ ყველაფერმა შეცვალა ის ამოცანები, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა გადაგვეწყვიტა. მე ხელი მოვაწერე ბრძანებას ვალერი ბგანბას პრემიერ-მინისტრად დანიშნვის თაობაზე, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ”, – განაცხადა ხაჯიმბამ.

ე.წ. პრემიერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მაშინდელი ე.წ. პრემიერი გენადი გაგულია დაიღუპა.

ვალერი ბგანბა 2012-2017 წლებში ე.წ. პარლამენტის სპიკერი იყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი