დღეს ჭყონდიდობაა, დღესასწაული განსაკუთრებულად მარტვილში აღინიშნება. მარტვილში ჭყონდიდობას საეროსთან ერთად სახალხო დღესასწაული დატვირთვა აქვს.
გთავაზობთ ჭყონდიდლობის დღესასწაულის პროგრამას:
▶ 10 საათი – საზეიმო წირვა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში;
▶ 11:00 საათი – წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის გვირგვინით შემკობა;
▶ 14:00 საათი – ჭყონდიდლობისადმი მიძღვნილი კონცერტი ადგილობრივიშ ემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით;
▶ 18 :00 საათი – ,,ჭყონდიდობისადმი“ მიძღვნილი გალა–კონცერტი ქართველი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით (ანანო ხურცილავა, ვერიკო ტურაშვილი, მაკა ზამბახიძე, სალომე ბაკურაძე, გიორგი არჩვაძე);
მარტვილის მერიის ინფორმაციით, ,,მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ დაათვალიეროთ მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზები. დაესწროთ სპორტულ–სანახაობრივ ღონისძიებებს ქალაქის ცენტრსა და სასპორტო სკოლის ეზოში, საზეიმო კონცერტი ღია ცის ქვეშ, ადგილობრივი და მოწვეული შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით. მოეწყობა გასართობი ატრაქციონები ბავშვებისთვის”.
ყოველი წლის 25 სექტემბერს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუპირველესის წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე -’’ჭყონდიდლობა’’ აღინიშნება.