ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო-დრამატული თეატრი ახალ თეატრალურ სეზონს პრემიერით, 5 ოქტომბერს, 19 საათზე გახსნის.
წარმოდგენილი იქნება თომას მანის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლი”მარიო და ჯადოქარი”. სპექტაკლის რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი გოგა თავაძეა, მხატვარი-ილია საჯაია, ქორეოგრაფი კი გიორგი ქობალია.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობების: მზევინარ ჩარგაზია, ირაკლი სამუშია, კუკური ხუბუტია, სალომე ბუღაძე, ლანა ფიფია, რეზო ჯოჯუა.
ბილეთის ფასი 5 ლარია.