შსს-ს ინფორმაციით, დღეიდან სამეგრელოს რეგიონში ორმხრივად ამოქმედდა სიჩქარის მზომი 4 წერტილოვანი რადარი, კერძოდ, სენაკის მუნიციპალიტეტში, თეკლათის საავტომობილო გზის მონაკვეთზე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ) და ხობის მუნიციპალიტეტში, ჭალადიდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).
სულ, საქართველოს მასშტაბით, სიჩქარის მზომი 27 წერტილოვანი რადარი იფუნქციონირებს.