რუხში ავტოავარიას ერთი მოქალაქე ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი მოქალაქე ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა. ავტომობილში სამი ადამიანი იჯდა, რომელთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ისინი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლელები უტარდებათ. ექიმების ინფორმაციით, ამ დროისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც “Newsportal.ge”-ს შსს-ში განუმარტეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი