ჩხოროწყუში “ლაშაობა” გაიმართა

დღეს სოფელ მუხურში, პოეტ – ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმში ,,ლაშაობა”გაიმართა.

ღონისძიებას ლაშა გახარიას ოჯახის წევრები, მეგობრები, პოეტები, მწერლები, ცნობილი ადამიანები და საზოგადო მოღვაწეები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სტუმრებმა ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმი დაათვალიერს და პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს, წაიკითხეს მისი ლექსები. ღონისძიება მუსიკალურად ანსამბლმა ,,ჩხოროწყუმ” გააფორმა.

დღესვე, მუხურის N1 საჯარო სკოლაში ლაშა გახარას სახელობის სააქტო დარბაზი გაიხსნა და ჩატარდა საზეიმო ღონისძიება.

,,ლაშაობა” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ისტორიული მუზეუმისა და პოეტის მეგობრის – კოტე ნაჭყებიას ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი