პოლიციამ სენაკში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 1 პირი [Video]


შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკში დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1963 წელს დაბადებული ზ.ე. დააკავეს.

უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 30 აბი და 24 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი