პრეზიდენტის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მმარფთველი პარტია უჭერს მხარს, 6 დღეში რამდენიმე ათეულმა პირმა თანხა კიდევ შესწირა თანხა, მათ შორის არიან ფოთის მერი გოჩა კურდღელია და ქალაქის მაჟორიტარი ირაკლი ხახუბია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 10-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით ზურაბიშვილმა შემოწირულობის სახით სულ 840 994 ლარი მიიღო, საიდანაც ფოთის მერის შემოწირულობა 40 000 ლარია, ხოლო მაჟორიტარ ხახუბიასი 60 000 ლარი.