ზურაბიშვილი თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონს ესტუმრა

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახურიმეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს“ ესტუმრა. მან საშემოდგომო დღესასწაულის აღმნიშვნელ ღონისძიებებში მიიღომონაწილეობა. სკოლაში სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები სწავლობენ.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანების თანაცხოვრება და ახალგაზრდებს ამ ტრადიციის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბედნიერი ვარ, რომ შევძელი აქ მოსვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სკოლაა. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომერთმანეთის გვერდით სხვადასხვა წარმომავლობის მქონე ადამიანები თანაცხოვრობენ, კარგად უგებენ ერთმანეთს. თქვენ აქ, ამსკოლაში ამ მაგალითს აგრძელებთ, და ეს მთელი ცხოვრება ასე უნდა გაგრძელდეს. ეს ის ფასეულობაა, რამაც დღემდე მოგვიყვანადა არ შეიძლება მისი დაკარგვა, მინდა, მოგილოცოთ, რომ ეს თქვენ შეძელით, სკოლის ხელმძღვანელობას კი მადლობასგადავუხდი ამისთვის და გეტყვით, რომ როგორც პრეზიდენტი, მომავალში თქვენს გვერდით ვიქნები“,-განაცხადა სალომეზურაბიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი