გირგიოლ ვაშაძე ზუგდიდელ ამომრჩეველს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ზუგდიდში ამომრჩეველს შეხვდა.

ფონდ “იავნანას” დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ გრიგოლ ვაშაძე, როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ისე წარადგინა.

კანდიდატმა კი აღნიშნა, რომ სამეგრელო გულწრფელი პატრიოტების კუთხეა, რომელმაც 90-იანი წლების სიმძიმის მიუხედავად, ღირსება შეინარჩუნა, 2003 წელს კი სწორედ აქედან დაიწყო ქვეყანაში დემოკრატიის ჩამოყალიბების პროცესი.

„28 ოქტომბერი არ არის გრიგოლ ვაშაძის და გაერთიანებული ოპოზიციის არჩევანი, ეს არის ყოფნას და არყოფნას შორის, საქართველოს და არასაქართველოს შორის არჩევანი, სამეგრელოს, ქვეყნის დაცვის არჩევანი. მეორე სახელმწიფო ენაზე გეტყვით – “თირუაშ დრო რე. მადლობა მოკო გიწუათ“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი