ზუგდიდში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამა გააცნეს

ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამის წარდგენა სხვადასხვა თემატური ჯგუფებისთვის ცალ-ცალკე მიმდინარეობს.

პრეზიდენტობის კანდიდატის პრიორიტეტის გაცნობა ამჯერად სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის მოხდა. სალომე ზურაბიშვილის პრიორიტეტებსა და კანდიდიატის უპირატესობის შესახებ შეკრებილებს ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ, ექიმებმა რუსუდან ბერულავამ, გია დანელიამ, პოეტმა ლია ნაროუშვილმა და მსახიობმა ბესო ბერუაშვილმა მიმართეს.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან ჩართული. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივებთან 100-ზე მეტი, ინდივიდუალური, გაფართოებული და თემატური შეხვედრები გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი