ბიძინა ივანიშვილი: “სწორედ სააკაშვილი შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში”

საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომში რუსულ ჯარს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შემოუძღვა დასაბომბად.

ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტთან შეხვედრაზე ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„2008 წელს რაც მოხდა და როგორც მაშინდელი ხელისუფლება სააკაშვილის მეთაურობით მოქმედებდა, იყო სწორედ სამშობლოს ღალატი. მას შეეძლო ქვეყნისთვის ეს ომი თავიდანა აეცილებინა, არ აეხდინა რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ოცნება. ის, რაც არ წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, არაფერი გადაჭარბებით არ უთქვამს ქალბატონ სალომეს. მხოლოდ ამ რეზოლუციაში ჩაწერილი შეიძლება, გაიმეორა მან. ევროსაბჭოს 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციაში წერია, ვინ რა და როგორ გააკეთა. ჩემი და ქალბატონი სალომეს ინტერპრეტაცია აბსოლუტურად თანხვედრაშია. სწორედ სააკაშვილი შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში. ყევლას ავიწყდება სხვა დანარჩენი. როცა რუსმა დეპუტატებმა სხდომა დატოვეს, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ევროსაბჭოს რეზოლუციას ხმა მისცეს. ამ რეზოლუციაში გარკვევით წერია ყველაფერი, ვინ რა ქმედება ჩაიდინა და ამას იმეორებს ქალბატონი სალომე,“ – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი