“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ზუგდიდის 94-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ზუგდიდში სოფელ ინგირში, N94-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, „უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელმა დააფიქსირა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა”.

“პროტესტის გამოხატვის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა უბნის გარეთ გაიყვანეს ჩვენი დამკვირვებელი, სთხოვეს თვალი დაეხუჭა ამ ფაქტზე, არ დაეწერა საჩივარი და პირობა მისცეს, რომ აღარ განმეორდებოდა მსგავსი შემთხვევა. ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ ამ შემთხვევით და მიიღონ შესაბამისი ზომები. ჩვენ ვითხოვთ ამ უბნის შედეგების ბათილად ცნობას!“, – განაცხადა გიგაურმა.

94-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხათუნა ჯგერენაია უბანზე რაიმე დარღვევის ფაქტს უარყოფს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი