საქართველოს პრეზიდენტი: “ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც ყველას პრეზიდენტი იქნება”

“მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

„მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი; არ შეეშინდება იყოს ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალების, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს საუკუნეების, მაგრამ აგრეთვე საოცარი გმირობა წარსული წლების. ეს მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირულ ხალხს, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უდგას სათავეში, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი