ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიგო, თუმცა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანია ინფორმაციით, არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.63 % აიღო, ოპოზიციური გაერთიანების “ძალა ერთობაშია” პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – 37.74 %.
“ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენდა, რომელშიც ასევე შედიოდნენ საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე.
28 ოქტომბრის 20:00 სთ-ის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46,74%-ია” – განაცხადა თამარ ჟვანიამ.