ხანძრისგან დაზარალებულ ოჯახს ზუგდიდის მერია “სოციალური სახლების” პროგრამაში ჩართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ღვინჯილიების ოჯახს დაეხმარება

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დღეს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა იმყოფებოდა.

როგორც მაიზერ ნანავამ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მერია ღვინჯილიების ოჯახს პროგრამით გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს, ასევე, ქირის თანხას გადაუხდის.

“2019 წლის იანვრიდან კი, მათ შესაძლებლობა ექნებათ, “უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში” ჩაერთონ”, – აღნიშნა ნანავამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი