“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” თავმჯდომარეს თბილისის მთავარ სამმართველოში კითხავენ

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური შსს-ს თბილისის მთავარ სამმრთველოში ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება.

საქმე ეხება გიგაურის მიმართ სოციალური ქსელის მეშვეობით კონკრეტული პირის მიერ განხორციელებულ მუქარის გზავნილებს.

“მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, სადაც იგი არასამთავრობო სექტორს ფაშისტებს ეძახდა, ამის შემდეგ, გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი აგრესიული გზავნილი მივიღე ჩემს „ფეისბუქზე”, ასევე მივიღე მუქარის გზავნილი და ზუსტად, ამის გამო მივმართე საგამოძიებო ორგანოებს, რომ გამოიძიონ ეს საკითხი. ამ მუქარაში გამოიყენებოდა ზუსტად ის სიტყვები, რომელსაც იყენებდა პარლამენტის თავმჯდომარე და ამას კიდეც ემატებოდა მუქარის შემცველი სიტყვები. ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე, რომ მიმემართა საგამოძიებო ორგანიებისთვის. ზოგადად, თავდასხმები სულ მიმდინარეობს პირადად ჩემზე და არასამთავრობო ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებზე, მაგრამ ეს იყო ერთი მუქარა. კონკრეტული პირის „პროფაილი” იყო. გადავედი და მოქმედი (პროფაილ გვერდი) იყო. თუ არ არის მოქმედი გვერდი და „ ფეიკია”, მაშინ ვიღაცის დავალებულია, მაგრამ მე რაც ვნახე, მოქმედია”, – განაცხადა გიგაურმა სამმართველოში შესვლამდე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი