ჟურნალისტი: “ხობის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების უფროსმა ბაღების გამგეებს თანამშრომლებისთვის პირადობის მოწმობებების ჩამორთმევა დაავალა”

ხობელი ჟურნალისტის მზეკო ჟვანიას ინფორმაციით, აიპ “ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების” უფროსმა ელისო კვიკვინიამ ბაღების გამგეებს თანამშრომლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა დაავალა.

ამის შესახებ ჟურნალისტი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

“ოჰოოო…. “ნაცები” ხომ მუშაობენ და მუშაობენ მეორე ტურში გამარჯვებისთვის, მაგრამ არც “ოცნება” აკლებს..!

მაშინ, როცა პირველ ტურში არ იდგა ბაღის თანამშრომლებისთვის (ან სხვა საჯარო სამსახურში მომუშავე პირებისთვის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის “ჩამორთმევა”, ახლა რა მოხდა?!

თურმე, ხობის სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელი ელისო კვიკვინია გაერთიანებაში შემავალი ბაღების გამგეებს ავალებს, თანამშრომლებს “ჩამოართვან” პირადობის მოწმობები და მას მიართვან.

სახტად დავრჩი, როცა ამ ყველაფერს შევესწარი, თქვენგან გამიკვირდა, ქალბატონო ელისო. ნამდვილად მოულოდნელი იყო თქვენგან მოთხოვნის ტონი… სხვანაირს გიცნობდით…!

ღმერთმა გადმოხედოს ქართველ ხალხს, თორემ, აშკარაა, რომ ამ არჩევნების იმედად, ნახევარი საქართველოც კი აღარ რჩება ამ გაუბედურებულ ქვეყანაში! ნამდვილად არ მინდა ჩემი ქვეყანა რომელიმე არჩევნების მსხვერპლი გახდეს!!!”, – წერს ჟვანია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი