პოლიციამ ზუგდიდში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 1 პირი

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამემტის ზუგდიდის რაიონული სამმართვლოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1973 წელს დაბადებული ბ.ხ. დააკავეს.

როგორც “Newsportal.ge”-ს უწყების პრესსამსახურში განუმარტეს, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 7 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტია.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი