ორსანტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა – დაზარალებულებს ზუგდიდის მერია დაეხმარება

ზუგდიდისი მუნიციპალიტეტის ორსანტიას ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქე ზურაბ ხაზალიას საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რამ გამოიწვია ხანძარი.

ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მუნიციპალიტეტის მერია, ხაზალიების ორ სულიან ოჯახს პროგრამით გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს, ასევე, სამასალე მერქანს გამოუყოფს.

“2019 წლის იანვრიდან კი, მათ შესაძლებლობა ექნებათ, “უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში” ჩაერთონ”, – განმარტავენ უწყებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი