მერაბ ქვარაია – 2007 წლის 7 ნოემბერი, იყო უიმედობის, დაუცველობის, უძლეველი დემონსტრირების პერიოდი, რომელიც საქართველოში არასდროს უნდა განმეორდეს

პარლამენტის წევრი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია, 2007 წლის 7 ნოემბერს ეხმაურება და აცხადებს, რომ 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები იყო უიმედობის, დაუცველობის და უძლეველობის დემონსტრირების საშინელი პერიოდი და ის  საქართველოში არასდროს უნდა განმეორდეს.
“მეხსიერება ბევრ რამეს ინახავს, მათ შორის 7 ნოემბერს…ხელისუფლების მხრიდან შიშის დანერგვის, უიმედობის, დაუცველობის, უძლეველობის დემონსტრირების საშინელ პერიოდს – ეს იყო წარმოუდგენელი რამ, რასაც ვერც გადმოსცემ თუ გულში არ გაატარე და არ არის გასაკვირი, რომ ვერ ივიწყებს და არც დაივიწყებს ქართველი ხალხი, არც შეიძლება… ვერც ავხსნი, რას ვგრძნობდით უუფლებოდ ბორკილდადებულები, როცა ამ ყველაფერს ვადევნებდით თვალყურს, ხშირად ირეალურ, ილუზიურ სამყაროში გვეგონა თავი, არც გვეჯერა, რომ ეს ჩვენს თავს და ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა… ძალაუფლება სახიფათო რამეა, ის უმწიფარ და სადიზმის მატარებელ ადამიანებს არ უნდა ჩაუვარდეთ ხელში… ეს საქართველოში არასდროს, არასდროს არ უნდა განმეორდეს, ა რ ა ს დ რ ო ს !!!”, – აცხადებს მერაბ ქვარაია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი