მაიზერ ნანავამ თანამშრომლებს მერის პირველი მოადგილე წარუდგინა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია წარადგინა.

„მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი თანაქალაქელი, დიდი გამოცდილების მქონე ახალგაზრდა, გიორგი შენგელია, რომელიც დღეიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის მოვალეობას შეასრულებს. ის წლების განმავლობაში საბანკო სექტორში მუშაობდა და მისი გამოცდილება ფინანსური მიმართულებით ძალიან გამოადგება მუნიციპალიტეტს. მას აქვს ძალიან კარგი პოტენციალი მოიზიდოს ინვესტიციები და ითანამშრომლოს ბიზნეს სექტორთან. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად არაერთ წარმატებას მივაღწევთ“-აღნიშნა მაიზერ ნანავამ.

მერის ახალი მოადგილის განცხადებით, აღნიშნული თანამდებობა მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა და მიმართვაში მოსახლეობის სასიკეთო ცვლილებებზე გააკთა აქცენტი.
„ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა. ჩემი მიზანია, სასიკეთო ცვლილებები განვახორციელო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება მორგებული. ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, სწორედ რომ მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვა და მათი პრობლემებზე დროული რეაგირებაა. მოვდივარ კერძო სექტორიდან და საჯარო სამსახური ჩემთვის ახალი გამოწვევაა. ამ პროცესებში ჩართვა კი უდიდესი პასუხისმგებლობა. მადლობა ნდობისთვის გუნდს, რომელთანაც ერთად დაუღალავი მუშაობით ბევრის მიღწევას შევძლეთ“-განაცხადა გიორგი შენგელიამ.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და მედიის წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი