თბილისში, სადგურის მოედანზე ძლიერი ხანძარია

თბილისში, სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარია.

ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.

ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი