პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში გამართულგამოფენა-გაყიდვას ესტუმრა.
„თბილისის წიგნის დღეებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად ცოცხალია ჩვენი კულტურა, და ამას ადასტურებსგამომცემლობების მრავალფეროვანი პავილიონები. გამოფენა-გაყიდვაზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვნახე. მიხარია, რომ ისინიავლენენ ინტერესს ლიტერატურის მიმართ. ჩვენ მათ ყოველმხრივ უნდა შევუწყოთ ხელი“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ისაუბრა იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დიასპორის წარმომადგენლების როლს ქართულიმწერლობის განვითარებაში.
„საინტერესო პრეზენტაციაა, რომელზე დასწრების შესაძლებლობაც მქონდა, ეხებოდა უცხოეთში მცხოვრები ჩვენითანამემამულის ლევან მუსხელიშვილის წიგნს. ის დიდი ხანია, ცხოვრობს უცხოეთში და, ამის მიუხედავად, ისე კარგად შეინახამშობლიური ენა, რომ მისმა წიგნმა ჩვენს ქვეყანაში ლიტერატურული პრემია მიიღო. ეს არის მაგალითი უცხოეთში მცხოვრებიქართველებისთვის, – მათ შეუძლიათ მთლიანად იყვნენ ჩართული საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში და, საერთოდ, ყველასფეროში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუდმივი კავშირისთვის“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.