“ევროპული საქართველო” კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

“ევროპული საქართველო”-ს ზუგდიდის ორგანიზაციის კიდევ ერთმა წევრმა დატოვა. დათა არახამიას  განცხადებით, მისთვის მიუღებელია “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობა.

“ჩემთვის მიუღებელია, ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის მხარდაჭერა. საქართველოში და კონკრეტულად სამეგრელოში არ უნდა მოხდეს ახალაიებისა და ქარდავების რეინკარნაცია და ქვეყანა ევროპულად უნდა განვითარდეს”, – განაცხადა არახამიამ.

პარტიაში კი  ყოფილი თანაგუნდელების წასვლას არჩევნებს უკავშირებენ და  მათ გადაწყვეტილებებში ხელისუფლების გავლენებს ხედავენ.

შეგახსენებთნ, რომ 10 ნოემბერს, “ევროპული საქართელო”, ასევე დატოვა ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ირაკლი ღურწკაიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი