ბერას ქორწილში სტუმრებისგან საჩუქრად მიღებული თანხა ბავშვთა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება

ივანიშვილების ქორწილში სტუმრებისგან საჩუქრად მიღებული თანხა ბავშვთა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

როგორც ცნობილი გახდა, ოჯახის გადაწყვეტილებით, სტუმრებისათვის მითითებული იყო ანგარიშის ნომერი, სადაც, ქველმოქმედების მიზნით, თანხის გადარიცხვა იყო შესაძლებელი. აღნიშნულ ანგარიშზე დარიცხული თანხის რაოდენობა უცნობია.

11 ნოემბერს, მომღერალმა  ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა და მოდელმა ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძემ ჯვა­რი სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ი­წე­რეს.  წინა დღეს კი ისინი სრულიად საქართველოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი