სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო და საერთაშორისო დამკვირვებელიორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა ეხებოდა მისსა და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულმუქარას.

 „შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად ვესაუბრე ჩემსა და ჩემი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტებზე. მათასევე ვუთხარი, რომ მზად ვართ, გადავცეთ ყველა მტკიცებულება, „სქრინ შოთები“, გარდა იმ ნაწილისა, რომლითაც შესაძლებელიაამ პირების იდენტიფიცირება. ჩვენ ვერ დავასახელებთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, რადგან მიმდინარეობს გამოძიება.შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი, რომ მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისოდამკვირვებელ ორგანიზაციებთან, რათა მშვიდ გარემოში მივიდეთ არჩევნებამდე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.  მან ასევეგანაცხადა, რომ სათანადო ინფორმაცია მიაწოდა საფრანგეთს, რომლის მოქალაქეებიც არიან მისი შვილები და, შესაბამისად, ისელოდება რეაგირებას.

 გარდა ამისა, პრეზიდენტობის კანდიდატი გამოეხმაურა ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს თავისი განცხადებითემუქრება ჯარისკაცებს:

„მე პატივს ვცემ ჯარს, სამხედრო ძალებს და მხოლოდ იმას ვამბობ, რომ სწორედ ისინი, ვინც მემუქრებიან,შეურაცხყოფენ ჩვენი სამხედრო ძალების ღირსებას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი