ზუგდიდში ფერმერთა დღე გაიმართა

ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ფერმერთა დღე აღნიშნეს. ღონისძიებაზე ფერმერთა მიერ წარმოებული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია და ,,საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის და სხვადასხვა სექტორული ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს 20 წარმატებული ფერმერული მეურნეობა სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდა.

ღონისძიება გრანდიოზული კონცერტით დასრულდა, რომელიც „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” ინიციატივით ჩატარდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი