ხობში ხანძრის შედეგად ერთი დაშავებული გარდაიცვალა

თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი ხუთი პაციენტიდან, რომლებიც წუხელ ხობში ხანძრის შედეგად დაშავდნენ ერთი გარდაიცვალა. როგორც  კლინიკაში აცხადებენ, დანარჩენი ოთხი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში, კი ორი პციენტი გადის მკურნალობის კურსს. მორიგე ექიმის ინფორმაციით, მათ დამწვრობა შედარებით მსუბუქ ფორმებში აღენიშნებათ.

დაშავებულები წუხელ ვიცე პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მოინახულა. მისი ინფორმაციით, წუხელ ხობში, ხანძრის შედეგად ერთი ოჯახის 7 წევრი დაშავდა.

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი