რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს ქერჩის სრუტეში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შესაძლო სანქციები არ ადარდებს. მისივე თქმით, უკრაინის მიერ რუსეთის საზღვრის დარღვევა პროვოკაცია იყო.
„ჩვენ ეს უკვე დიდი ხანია არ გვადარდებს. რა თქმა უნდა, სანქციები ცუდია, თუმცა, როდესაც იმ ინციდენტების გამო, რომელიც გუშინ ვიხილეთ, მხარე, რომლის სუვერენიტეტი დარღვეული იყო, შესაძლოა ახალი სანქციების ობიექტად განიხილებოდეს, ამგვარი პოლიტიკის კომენტირება გვიჭირს. რთულია იმის იმედის ქონა, რომ გავლენას მოვახდენთ იმ ხალხზე, ვისაც მხოლოდ ერთი სურვილი აქვს – ახალი საბაბი გამონახონ რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად. ეს ერთმნიშვნელოვნად პროვოკაცია იყო. ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურმა აღნიშნულთან დაკავშირებით ყველაფერი თქვა. საერთაშორისო სამართლის ძირითადი დებულებები იყო დარღვეული“, – განაცხადა ერგეი ლავროვმა.