პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდს, vali.ge-ს ერთიან ბაზას „ბაზისბანკისა“ და „ტერა ბანკის“ მონაცემები დაემატა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
სამიანისტროს ცნობით, ამ დროისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია ინფორმაცია 414 223 მსესხებლის, 699 949 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3,159,583,175 ლარია.
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია 9 საფინანსო ორგანიზაციიდან შესყოდული სესხები/კრედიტები: სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, სს „ბაზისბანკი“, სს „ტერა ბანკი“.
უწყების ცნობითვე, პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას კვლავ დაემატება განახლებული მონაცემები.