ზუგდიდში სმენადაქვეითებული და უსინათლო პირების მხარდამჭერი კლუბი გაიხსნა

ზუგდიდში სმენადაქვეითებული და უსინათლო პირების მხარდამჭერი კლუბი გაიხსნა.

კლუბი ა(ა)იპ ,,მომავალი იწყება დღეს“ და პოლონური ორგანიზაცია Human Doc- ის პროექტის ,,მხედველობა – სმენის პრობლემების მქონე მხარდაჭერის სისტემის შექმნა საქართველოში“ ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა.

პირველად ამიერკავკასიაში იქმნება ერთდროულად სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანების რეაბილიტაციის, განათლების, ინტეგრაციის ცენტრი, რომლის კლუბები იფუნქციონირებენ თბილისში, თელავში, ბათუმსა და ზუგდიდში. კლუბებს გადაეცათ სპეციალური აღჭურვილობა და მოხდა მათი სპეცპედაგოგების გადამზადება პოლონელი ექსპერტების მიერ, მათ შორის სასწავლო ვიზიტი ქ. ვარშავაში და სხვა მეთოდოლოგიური მხარდაჭერა, ასევე შეიქმნა ყრუ-უსინათლოთა ერთმანეთთან და საზოგადოების სხვა წევრებთან ურთიერთობის მსოფლიოში მიღებული მეთოდი: ,,ლორმის ანბანი Geo Lorm”.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პროგრამის ხელძღვანელები ესრწებოდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი