გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
წალენჯიხა. 11:00დან 18:00 საათამდე აბონენტებს – ქ.წალენჯიხაში წმ.ნინოს, შანავას, ოჭანეს უბანი, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებში ლია, ჯგალი, სამიქა, ტყაია და მიმდებარე სოფლებს. ზუგდიდს რაიონის სოფელ ტყაიას.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.