ფოთის მუნიციპალიტეტის მერია 120 კუბოს ყიდულობს. შესაბამის შესყიდვაზე განაცხადი, მერიამ შესყიდვების სააგენტოში სატენდერო დოკუმენტაცია გამოაქვეყნა. კუბოების შესყიდვაზე მერიას ტენდერი 27 356 ლარად აქვს გამოცხადებული.
როგორც მერიაში განმარტავენ, სასახლეები მარტოხელა, უპატრონო, ვეტერანი და სოციალურად დაუცველი, გარდაცვლილი მოქალაქეებისათვის არის განკუთვნილი.