სამეგრელო-ზემო სვანეთის პრესსამსახურის უფროსი ლიკა ქვარცხავა 1 თებერვლიდან თანამდებობას ტოვევს. ამის მიზეზად ქვარცხავა ოჯახურ პირობებს ასახელებს.
“მარტოხელა დედა ვარ და მეტი დრო მინდა დავუთმო ჩემს შვილს, შესაბამისად ამ ადგილზე ვფიქრობ, ისეთი ადამიანი უნდა მოვიდეს, ვინც სამსახურს დაუთმობს მეტ დროს”, – აცხაფებს ქვარცხავა.
“Newsportal.ge”-ს ინფორმაციით, სამხარეო ადმინისტრაცია თანამდებობის დასაკავებლად მოლაპარაკებებს გუბერნატორის პრესსამსახურის ყოფილ უფროს პაატა ლაგვილავასთან აწარმოებს, თუმცა ლაგვილავა ინფორმაციას არ ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ ლიკა ქვარცხავამ აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობა გასული წლის სექტემბერში დაიწყო, მანამდე გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსად ჟურნალისტი ლევან სულაშვილი დაინიშნა, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე დღეში დატოვა. სულაშვილის დანიშნვამდე აღნიშნული პოსტი პაატა ლაგვილავას ეკავა, რომელმაც ახალი გუბერნატორის დანიშნვის შემდეგ თავად დატოვა სამსახური გუნდთან ერთად.