შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის თბილისში საბავშვო ბაღის აღმზრდელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელი დააკავეს.

“ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი – “ბუპრენორფინის” შემცველი 130 აბი “სუბოტექსი” ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი