თებერვალში სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 30 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 532 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 19 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 30 ფაქტი დაფიქსირდა.

ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1170 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 34 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი