ზუგდიდში, სუპერმარკეტ „ნიკორაში“ მომხდარ ხულიგნობის ფაქტზე სამი მამაკაცი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, „ნიკორას“ მაღაზიის დაცვის თანამშრომელსა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა.