რუსმა ოკუპანტებმა 21 წლის გივიკო ბერუაშვილი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. 24 საათიანი ტყვეობის შემდეგ, ის ერგნეთის საგუშაგოზე გადმოიყვანეს და გორში სავარაუდოდ, სამხარეო პოლიციის შენობაში მიჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ ბერუაშვილი ოკუპანტებმა გუშინ, გორის რაიონის სოფელ დიციდან მისი ოჯახის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან გაიტაცეს.