დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი, მაღალ მთაში თოვლის სახით. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +9, +14 გრადუსი, მთაში +6, +11, მაღალ მთაში კი, +4, +9 გრადუსი იქნება.
ხვალ დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ძლიერი ქარი იქროლებს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე 20-25 მეტრი/წამში. დღის განმავლობაში ჰაერი შიდა რაიონებში +15, +20 გრადუსის ფარგლებში გათბება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა საქართველოში მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. 3 აპრილიდან კი, შედარებით გამოიდარებს.