გიორგი ხანიშვილი ფაროსანას ღონისძიებებთან დაკავშირებით რეგიონების რწმუნებულებს შეხვდა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე   იმსჯელეს  სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო  შეხვედრაზე.

გერემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა  მოადგილემ  გიორგი ხანიშვილმა, აჭარის სოფლს მეურნეობის მინისტრთან და დასავლეთ საქართველოს  რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად განიხილა მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის   სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული  ღონისძიებები. გიორგი ხანიშვილმა  ხაზი გაუსვა  მავნებელთან ბრძოლის პროცესში  ადგილობრივი ხელისუფლების და თითმმართველი ერთეულების როლს  და აღნიშნა, რომ მაქსიმალური შედეგის  მიღება შესაძლებელია ერთობლივი ძალისხმევით და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით.

“საქართველოს მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ყველა ღონისძიება იქნება გატარებული, რათა მიმდინარე ეტაპზე, კიდევ უფორ სრულყოფილად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას და მოვაქციოთ კონტროლს ქვეშ , რათა მავნებელმა ნაკლებად დააზიანოს  სასოფლო სამეურნეო კულტურები. თხილის მწარმოებელთა  ასოციაციასთან შეხვედრაზე გამოიკვეთა რომ ქართველი ფერმერები  წელს ბევრად მომზადებულები ხვდებიან სეზონს, უფრო ორგანიზებული იქნება ის ღონისძიებები, რომლებიც უშუალოდ თხილის კულტურის მოყვანასთან არის დაკავშირებული“ – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე,   სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსისი მოადგილე გიორგი იაკობაშვილი, სამეგრელო-ზემოს სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, რაჭა-ლეჩხუმის ,  გურიისა  და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ, დეტალურად ისაუბრა  ფაროსანასთან ბრძოლის მართვის საკოორდინაციო ცენტრის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ.   დღეისათვის ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტში მავნებლის მონიტორინგი და რაოდენობის იდენტიფიცირების პროცსი მიმდინარეობს. მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება მავნებლის კონტროლის შეწავლითი სამუშაოები. მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, ჩატარდება აქტიური საინფორმაციო კამპანია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი