ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონადან, რამდენიმე საათის წინ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გელა როსტობასიას ოჯახიში ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსი იმყოფებოდნენ.
ზუგდიდის მერიის იბფორმაციით, ხელისუფლების წარმადგენლების განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია, რათა მოხდეს გატაცებული გელა როსტობაიას დროულად გათავისუფლება.
,,ეს არის რუსული ოკუპაციის მორიგი გამოვლინება, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ყოველდღიურად ხდება ადამიანის უფლებების დარღვა. მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ მოხდეს გატაცებული ჩვენი მოქალაქის დროული გათავისუფლება“ – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ სუს-ის ინფორმაციით, გელა როსტობაია სოფელ შამგონაში რამდენიმე საათის წინ დააკავეს.