მარტვილის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ ვიცე-მერი დავით სურმავა თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას თავად გრიალავა ადასტურებს, თუმცა კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს.
დავით სურმავა კი მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბრნატორ ალექსანდრე მოწერელიას, ჭყონდიდის ეპარქიის ნღვდელმთავარ მეუფე პეტრეს და აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარ ოთარ დანელიას ჩარევით მოხდა.
სურმავას თქმით, იგი მეუფის ბიზნესებისთვის ხელისშემშლელი ფიგურა იყო. სხვა მიზეზევზე ყოფილუ ვიცე-მერი არ საუბრობს.
სურმავას დათხოვნის საქმეში გუბერნატორის მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავენ სამხარეო ადმინისტრაციაში. მისი პირველი მოადგილის მიერ გაჟღერებულ იბფორმაციას ასევე უარყოფს თაჩად მერი. მიტროპოლიტი პეტრე და მაჟორიტარი ოთარ დანელია კი ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობენ.